ტოკიო-2020-ს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

01 ოქტომბერი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, სინქრონულ ცურვაში 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი მიკაკო კოტანი ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.

კოტანიმ თანამდებობაზე შეცვალა ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი უროს ტყორცნაში კოჯი მუროფუსი, რომელიც თავის მხრივ იაპონიის სპორტის სააგენტოს კომისარი გახდა.

„თავდაუზოგავად ვიშრომებთ, რათა გავუმკლავდეთ იმ უპრეცედენტო გამოწვევას, რომელსაც მსოფლიო შეეჯახა, ათლეტებს კი ახალი სახის თამაშებზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დავეხმარებით. სპორტსმენებთან შემდგომი კომუნიკაციის გარღმავებით, ასევე საერთაშორისო ფედერაციებთან ურთიერთგაგებით და თანამშრომლობით, ყველაფერს ვიღონებ, რათა ამ ისტორიული თამაშების წარმატებაში საკუთარი წვლილი შევიტანო," - აღნიშნავს კოტანი.

სპორტული დირექტორი მაღალი თანამდებობის პირის რანგში კოორდინაციას უწევს შესაბამის სპორტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC), საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან (IPC), ეროვნულ და საერთაშორისო ფედერაციებთან, ეროვნულ ოლიმპიურ და პარალიმპურ კომიტეტებთან თანამშრომლობას.