ჩოგბურთის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები

01 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით  და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა ჩოგბურთის მწვრთნელთა 12-დღიანი  ტექნიკური კურსები.

 წინა წლების გამოცდილების მიხედვით, ტექნიკური კურსები მწვრთნელებისთვის  ტარდება შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ შერჩეული ექსპერტის ხელმძღვანელობით. ამჯერად, არსებული პანდემიის ფონზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობით,  ადგილობრივ ექსპერტად საერთაშორისო ფედერაციამ შეარჩია თორნიკე კიკნაველიძე, რომელიც კურსების მსვლელობისას ასრულებდა იგივე მოვალეობებს, რასაც საერთაშორისო ექსპერტი.

თეორიული და პრაქტიკული სესიების მეშვეობით  კვალიფიკაცია აიმაღლა 21-მა მწვრთნელმა. კურსების მონაწილეებს გადაეცათ სოკ-ის სერტიფიკატები.