სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ თამაზ გველუკაშვილი უხელმძღვანელებს

03 ოქტომბერი 2020

დღეს  ქალაქ რუსთავში გაიმართა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება, რომლის დღის წესრიგი მოიცავდა 4   საკითხს.

კრებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სეოკ-ის  სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი, ოლიმპიელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლუკა კურტანიძე, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, სხვა საპატიო სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორგანიზაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ გველუკაშვილმა.

დღევანდელი კრების ძირითად საკითხს წარმოადგენდა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევა. წარდგენილი იყო ერთი კანდიდატი - მოქმედი ხელმძღვანელი თამაზ გველუკაშვილი. გაიმართა ღია კენჭისყრა. გამგეობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამაზ გველუკაშვილის კანდიდატურას. კრებაზე განისაზღვრა გამგეობის წევრთა რაოდენობა და დამტკიცდა ახალი შემადგენლობა.

ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა გელა ბურნაძე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას გაწეული მუშაობისთვის, წარმატებები უსურვა თამაზ გველუკაშვილის ხელმძღვანელობით და  მხარდაჭერა აღუთქვა.