ტოკიოში ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრის გასახსნელად ემზადებიან

05 ოქტომბერი 2020

ტოკიოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საწყლოსნო სახეობათა ოლიმპიური ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონია 24 ოქტომბერს შედგება, 30 ოქტომბრიდან კი ყველა მსურველისთვის გაიღება. უფრო ადრე გაიხსნა ტოკიოს „ზღვის ტყის საწყლოსნო ბილიკის" სანიჩბოსნო კომპლექსი, ასევე სამშვილდოსნო სივრცე იუმენოსიმას პარკში, ბალახის ჰოკეის სტადიონი, „კასაის" სანიჩბოსნო სლალომის ცენტრი და სხვა სპორტული არენები, სადაც უკვე ვარჯიშობენ იაპონელი სპორტსმენები და მოყვარულები.

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, სპორტულ ობიექტებზე დაშვება შეიძლება დროებით შეჩერდეს. გარდა ამისა, ყველა ობიექტზე იმოქმედებს მკაცრი სანიტარული წესები.