6 ოქტომბერს გაიმართა EOC-ევროკავშირის კომისიის ონლაინ შეხვედრა

06 ოქტომბერი 2020

EOC პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დანიელმა ნილს ნიგარდმა კომისიის წევრებს გააცნო ინფორმაცია უახლოესი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის  ისაუბრა  27 ნოემბერს რომში ჩასატარებელ EOC -ის   აღმასკომისა და გენერალური ასამბლეის,  ასევე  კარკოვის 2023 წლის ევროპის მესამე თამაშების შესახებ. 

კომისიის თავმჯდომარემ, ესტონელმა იური ტამმა და კომისიის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში covid-19 -თან დაკავშირებული სტატისტიკის და ამ პრობლემის ფონზე სპორტსმენთა მზადებისა და მომავალი გეგმების შესახებ.

კომისიის დირექტორმა ფოლკერ ჰელმუნდმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისთვის  სპეციალურ შეთავაზებას სპორტსმენთა მგზავრობისა და შეჯიბრებებში მინაწილეობის წესების ოპტიმიზაციის შესახებ, რაც გაუადვილებს სპორტსმენებს მგზავრობისა და კარანტინის პროცედურებს.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა Erasmus + 2021-2027 სპორტის პროგრამის , გენდერული თანასწორობისა და  ევროპის სპორტის ქარტიის საკითხებზე.  მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო 5 ნოემბერს ათენში გასამართ მინისტერიალზე ევროპის სპორტის ქარტიაში ცვლილებების შეტანას და მასში ევროპული სპორტის მოდელის გათვალისწინებას. სხდომის დასასრულს კომისიის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები EOC EU კომისიის მომავალი გეგმების შესახებ.

ონლაინ შეხვედრაში  მონაწილეობდა EOC-ევროკავშირის კომისიის წევრი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.