იაპონელთა ნახევარზე მეტი ტოკიო-2020-ზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დაშვებას ემხრობა

08 ოქტომბერი 2020

იაპონიაში ჩატარებული მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 62,4 პროცენტი სიხარულით ელოდება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. ამასთან, მოქალაქეთა ნახევარზე მეტი - 58,5 პროცენტი ოლიმპიურ არენებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დაშვებას ემხრობა.

გამოკითხვაში 1202 ადამიანი მონაწილეობდა. რესპოდენტთა 15,6 პროცენტი ეპიდემიის პირობებში თამაშების ჩატარების წინააღმდეგია, 11 პროცენტი  მხარს უჭერს  ასპარეზობათა დახურულ კარს მიღმა ჩატარებას, ხოლო 7,2 პროცენტი მიიჩნევს, რომ არანაირი შეზღუდვა არ არის საჭირო.