თომას ბახი: „ტოკიო-2020-თან მიმართებით კორონავირუსის ახალი ტალღით სპეკულირებას ვერ დავიწყებთ"

10 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე კორონავირუსის პანდემიის შესაძლო ახალი ტალღის გავლენასთან დაკავშირებით.

„სპეკულირებას ვერ დავიწყებთ იმით, თუ რა იქნება ათი თვის შემდეგ. კორონავირუსის მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ტალღა იქნება თუ არა, ჯერ არ ვიცით. დღეს მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე... დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლის დასაწყისში კონტრზომების ახალ ინსტრუმენტებს დავამატებთ. საუბარია ბევრად სწრაფ ტესტებზე და ვაქცინებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი. - ჯერ არ ვიცით, სტადიონები სრულიად გაივსება თუ არა, მაგრამ არის იმედისმომცემი მაგალითები: იაპონიაში უკვე ატარებენ ტურნირებს  მაყურებელთა საკმაო რაოდენობით. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ოლიმპიადის პერიოდში სტადიონების გავსებას და რა დამატებითი იარაღი გვექნება ვირუსთან საბრძოლველად."