თომას ბახი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სავარაუდოდ, ნოემბერში შეხვდება

10 ოქტომბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი  XXXII ოლიმპიური თამაშების დედაქალაქს სავარაუდოდ 16-17 ნოემბერს ეწვევა. იაპონიაში ვიზიტისას IOC-ის პრეზიდენტი ქვეყნის ახალ პრემიერ-მინსტრს იოსიჰიდე სუგას და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს იოშირო მორის შეხვდება.

IOC-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ტოკიო გაისად დათქმულ ვადებში უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.