EOC ბელარუსის ეოკ-ს ოლიმპიურ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შერსულებისკენ მოუწოდებს

13 ოქტომბერი 2020

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგარდი ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიურ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შერსულებისკენ მოუწოდებს, რათა ათლეტები მათი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან.

EOC-ში, რომელიც ევროპის 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქოლგა ორგანიზაციაა, ბელარუსი ათლეტებისგან არაერთი საჩივრის წერილი მიიღეს, სადაც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტულ ფედერაციათა მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ წნეხზეა საუბარი.

ბელარუსი ათლეტების მხარდაჭერის ნიშნად, ნიგარდი მიესალმება გასულ კვირას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეისწავლოს და განსაზღვროს ის, თუ რამდენად ასრულებს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ათლეტების მიმართ ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

„თვალ-ყურს ვადევნებ ბელარუსში შექმნილ მდგომარეობას. მოხარული ვარ, რომ IOC ბელარუსში ათლეტთა მდგომარეობას სწავლობს. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსი EOC-ის წევრია, ჩვენ გვაქვს ათლეტთა დაცვის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ვიცოდეთ ის, თუ რამდენად იცავს ბელარუსი ოლიმპიური მოძრაობის სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, სრულიად ვუჭერ მხარს ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტისადმი მოწოდებებს, რომ ათლეტები დაცულნი იყვნენ უსამართლობისგან. მივმართავ ბელარუსის მთავრობას, პატივი სცენ სპორტსმენების უფლებებს და კეთილდღეობას."