ტოკიოში COVID-19-ის შემაკავებელ საშუალებად, შესაძლოა, სახის ამომცნობი სამეთვალყურეო კამერები გამოიყენონ
ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა მომავალი წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე, შესაძლოა, სახის ამომცნობი სისტემით აღჭურვილი სამეთვალყურეო კამერები კორონავირუსის გავრცელების ერთგვარ შემაკავებელ საშუალებად გამოიყენონ.
ეს სისტემა უსაფრთხოების მიზნებისთვის იქნა შემუშავებული და ოლიმპიური ობიექტების შესასვლელებში მაყურებლების, ათლეტების და მედიის წარმომადგენლების შესამოწმებლად იყენებენ იქამდე, ვიდრე მეტალოდეტექტორს გაივლიან.
სამეთვალყურეო კამერები სახის და სხეულის დაფიქსირებას შეძლებენ, ასევე გამოავლენენ, ვინ ატარებს პირბადეს და ვინ არა.
იაპონიის მთავრობას ასევე სურს საკონტროლო კამერებით აღჭურვოს ოლიმპიური სოფლის შესასვლელები და სავარჯიშო ცენტრები, რათა მათი მეშვეობით აღინუსხოს შესვლის და გადაადგილების დრო.
ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა ჩანაფიქრით, ეს ზომები შესაძლებელს გახდის სავარაუდო დაინფიცირებულის გადაადგილებისთვის თვალყურის მიდევნებას და იმის დადგენას, ვინ იყო მასთან კონტაქტში.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ საკონტროლო კამერებით აღნუსხული მონაცემები წაიშლება.