ტოკიო-2020-ის მოხალისეთა გამოკითხვა

23 ოქტომბერი 2020

ტოკიოს მთავრობამ ოლიმპიური თამაშების 13 ათასზე მეტი მოხალისე გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათს 79 პროცენტს კორონავირუსთან დაკავშირებით შიშები აქვს, ხოლო 49,3 პროცენტი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონელი ხალხის ენთუზიაზმზე უარყოფითად აისახება. გამოკითხულთა 42 პროცენტს აღელვებს ცხელი ამინდის  პირობებში ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითების საფრთხე. 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ მოხალისეები მწირ ინფორმაციას ფლობენ, 58 პროცენტი კი აცხადებს, რომ  საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, უფრო მეტი ტრენინგის ჩატარების მომხრეა.