ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელ გულშემატკივრებს დაუშვებენ

15 ნოემბერი 2020

კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად, იაპონიაში შესვლა დღეისათვის 150-ზე მეტი ქვეყნის და რეგიონის წარმომადგენლებს ეკრძალებთ, თუმცა ქვეყნის მთავრობა ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს. ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა შემსუბუქდება. განსაკუთრებულ გამონაკლის დაუშვებენ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესვლისას მხოლოდ ტესტირებას გაივლიან და 14-დღიანი კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ. როგორც ირკვევა,  გაზაფხულიდან ამ შეღავათით  ასევე ისარგებლებენ სპორტის გულშემატკივრები.

გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება  მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით შეეძლებათ და დაბინავდებიან წინასწარ განსაზღვრულ სასტუმროებში. ამასთან, სტუმართა ადგილსამყოფელის დადგენაზე იზრუნებს სმარტფონებში დაყენებული GPS-ის სისტემა.