IOC ტოკიოს თამაშებზე ათლეტთა ვაქცინაციას საკუთარ თავზე აიღებს

16 ნოემბერი 2020

იაპონიაში ვიზიტათ მყოფმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიოს გუბერნატორ იურიკო კოიკესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ IOC კორონავირუსის ვაქცინით უზრუნველყოფს იმ ათლეტებს, რომლებიც გაისად ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.

„თუ ვაქცინა იქნება შემუშავებული და მისი მოწოდება დაიწყება, IOC თავის მხრივ ყველაფერს იღონებს, რათა ვაქცინაციის შემდეგ, რაც შეიძლება მეტი უცხოელი ათლეტი ჩავიდეს იაპონიაში.  IOC საკუთარ თავზე აიღებს ვაქცინაციიც ხარჯებს. ამ საკითხზე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებთან ვითანამშრომლებთ. გვინდა, რომ იაპონიაში ჩასვლამდე რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიაროს ვაქცინაცია," - განაცხადა თომას ბახმა და იქვე აღნიშნა, რომ თამაშებში მონაწილე ოლიმპიელთათვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

თავის მხრივ, ტოკიოს გუბერნატორმა იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს და ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.