სეოკ-ის განცხადება

01 დეკემბერი 2020

ადამიანის ღირსება უმაღლესი მორალური ფასეულობაა. ჩვენი საამაყო და სასიქადულო ქალბატონის -  ნონა გაფრინდაშვილის მიერ განვლილი სახელოვანი  გზა ნათელი მაგალითია დიდი ადამიანური ღირსებისა და ქვეყნის უანგარო მსახურებისა.

ნონა გაფრინდაშვილი ქვეყნისთვის თავდადებული,  წარმატებული და ზნეობრივად ამაღლებული ქართველი ქალის ცოცხალი სიმბოლოა.

 ასეთად იცნობენ მას საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც.

ამიტომაც, ნონა გაფრინდაშვილზე თავდასხმის და იერიშის მიტანის ნებისმიერი მცდელობა,  ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს, განწირულია მარცხისთვის.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი