ოლიმპიური რგოლები ტოკიოს ყურეს დაუბრუნდა

02 დეკემბერი 2020

ტოკიოს 2020-ის ოლიმპიური თამაშებისთვის საგანგებოდ აგებული ოლიმპიური რგოლების ბორანი, რომელიც ზაფხულში პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის იოკოჰამას ქარხანაში იყო გადაყვანილი, ტოკიოს ყურეს დაუბრუნდა.

ირკვევა, რომ ოთხი თვის განმავლობაში კონსტრუქციის ყველა დეტალი სიმტკიცეზე შემოწმდა, ასევე გადაიღება ოლიმპიური რგოლები, რომლის სიგანე  33 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 15 მეტრია და 69 ტონას იწონის.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტური ოლიმპიური რგოლების ერთგვარი მცურავი ნაგებობა  ტოკიოს ყურეში პირველად 24 იანვარს შეაცურეს და მალე  ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილად იქცა.