სეოკ-ის სამძიმარი

08 დეკემბერი 2020

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მრავალმხრივი მოღვაწის რამაზ გოგლიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.

ბატონი რამაზი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს, როგორც ერთ-ერთი ლიდერი და თვალსაჩინო ორგანიზატორი. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტს, ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნულ ფედერაციას, აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პროექტებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

რამაზ გოგლიძემ თავისი წონადი წვლილი შეიტანა ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში,  2008-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.