პეკინი 2022-ზე მოხალისეობის მსურველთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

12 დეკემბერი 2020

მოხალისეთა შერჩევის კამპანიის წამოწყებიდან ერთ წელიწადში, პეკინის 2022- წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შუალედური შედეგები შეაჯამა. ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მოხალისედ ყოფნის სურვილი 960 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა.

2019 წლის 5 დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი სარეგისტრაციო გვერდი ამოქმედდა, მასზე 1,22 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა, ინტერნეტ-პორტალზე შემსვლელთ რიცხვმა კი 33 მილიონს გადააჭარბა. პეკინი-2022-ის ორგანიზატორთა თქმით, მოხალისეთა პროგრამაში ჩაწერის სურვილი 168 ქვეყნის წარმომადგენელებმა გამოთქვეს. პოტენციურ კანდიდატთა 96 პროცენტი 35 წლამდე ადამიანია, 85 პროცენტს კი სტუდენტები შეადგენენ. გარდა ამისა, მოხალისედ ყოფნის სურვილი გამოთქვა 2 ათასზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა.

განაცხადების მიღება 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. მთლიანობაში ოლიმპიური თამაშების დამხმარედ 27 ათასი მოხალისე შეირჩევა, პარალიმპური თამაშებისთვის - 12 ათასი.

შერჩეული კანდიდატები შესაბამის სწავლებას გაივლიან იმ მიმართულებით, რომელსაც საორგანიზაციო კომიტეტი მათთვის გასნაზღვრავს. ის პრეტენდენტები, რომლებიც უშუალოდ თამაშების მიღმა დარჩებიან, ქალაქში მოხალისედ მუშაობის  შანსი მიეცემათ.