IOC-ის სამიტი ტოკიო-2020-ის და პეკინი-2022-ის წარმატებით ჩატარებაში დარწმუნებულია

14 დეკემბერი 2020

ოლიმპიური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მეცხრე ოლიმპიურ სამიტში მიიღეს მონაწილეობა, გამოთქვეს რწმენა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები წარმატებით ჩატარდება.

სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მთავარ პრიორიტეტად რჩება ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამასთან დაკავშირებით ხაზი გაესვა, რომ კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ მიმართული Rშემუშავდა მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარის გათვალისწინებით.

სამიტმა თავისი მადლიერება გამოხატა იაპონიის, ტოკიოს მთავრობის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიმართ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული სამუშაოსთვის.

სამიტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ვაქცინაციის მსოფლიო კამპანიაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ჩართულობას.

გარდა ამისა, სამიტმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარების რწმენა  გამოთქვა. ჩინეთის ხელისუფლებამ თამაშებისთვის კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ მისაღები ზომების საქმის კურსში ჩააყენა სამიტის მონაწილეები. ასევე აცნობა ასპარეზობათა ტექნიკურ მზადებაზე, რომელიც გრძელდება პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად.