ტოკიოში ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამდე 100 დღით ადრე ცათამბჯენი გაანათეს

16 დეკემბერი 2020

ოლიმპიური ჩირაღდნის მოგზაურობის დაწყებამდე 100 დღით ადრე ტოკიოს ცათამბჯენი Tokyo Skytree საკურას და ოქროს ფრად გაანათეს.

ტოკიო-2020-ის წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ღონისძიება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების დაცვით წარიმართება: მეჩირაღდნეთა სოციალური დისტანცირება და ესტაფეტის სრული ონლაინ-ტრანლსაცია ადამიანებს შორის არასასურველ კონტაქტებს შეამცირებს.

მოსალოდნელია, რომ ტოკიოს თამაშების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს დაახლოებით 10 ათასი მეჩირაღდნე ეყოლება. საორგანიზაციო კომიტეტი ამჟამად კანდიდატთა შერჩევის დასკვნით ეტაპზეა.

თამაშების მასპინძლებმა ადრე განაცხადეს, რომ იაპონიის ტერიტორიაზე ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობის პროგრამაში ცვლილებების შეტანას არ აპირებდნენ, რადგან არანაირი ფინანსური სარგებლის მომტანი არ იქნებოდა, საორგანიზაციო საკითხები კი მხოლოდ გაიზრდებოდა. ერთგვარი შესწორებები მხოლოდ ესტაფეტის თანხმლებ გასართობ ღონისძებებს თუ შეეხება.

ასევე ირკვევა, რომ გადაიხედება მონაწილეთა წარმომადგენლობა. კერძოდ, მეჩირაღდნეებად დარჩებიან სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, ხოლო სხვადასხვა სფერო ცნობილი სახეების სიაში დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი ღიად რჩება.

ტოკიო-2020-ის ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში  2021 წლის 25 მარტს, ფუკუსიმას საფეხბურთო ცენტრში დაიწყება. ოლიმპიური ცეცხლი 121 დღის განმავლობაში ქვეყნის ყველა 47 პრეფექტურას ეწვევა, 23 ივლისს კი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიურ სტადიონზე საზეიმოდ აინთება.