თომას ბახი: „ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ისტორიული იქნება"

17 დეკემბერი 2020

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს აღიარებენ, როგორც ისტორიულს. მისივე შეფასებით, იაპონური მხარე კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ყველა ღონეს ხმარობს თამაშებისთვის მოსამზადებლად.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ტოკიო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მომზადებული ქალაქია. როდესაც სიტყვა „ისტორიულს" ვამბობ, ყოველთვის ფრთხილი ვარ, მაგრამ ეს თამაები მართლაც ისტორიული იქნება," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტის თქმით, არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ტოკიოს თამაშები „ჩაიწერება არა მარტო ოლიმპიურ, არამედ მსოფლიო ისტორიაში."

თომას ბახმა მაღალი შეფასება მისცა თამაშებისთვის იაპონიის სამზადისს, ასევე კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ზომებს. ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა „წინ იყურება და პრობლემების აღმოფხვრას იქამდე ცდილობს, ვიდრე წარმოიშვება."

გარდა ამისა, ბახმა გამოთქვა რწმენა, რომ თამაშების დაწყებამდე კორონავირუსის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა შეიცვლება.