ქვიშის ხელბურთი მესამე ევროპული თამაშების პროგრამის ნაწილი ხდება

23 დეკემბერი 2020

2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე ქვიშის ხელბურთის დებიუტი შედგება. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნილს ნიგარდმა და ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაელ ვიდერერმა ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას 2023 წლის თამაშების პროგრამაში ქვიშის ხელბურთის შეტანასთან დაკავშირებით.

ნილს ნიგარდის განცხადებით, პროგრამაში ახალი სახეობების ჩართვით, EOC ევროპის საუკეთესო ათლეტებს 2023 წლის ზაფხულის თამაშებზე მრავალფეროვნებას და სიახლეებს სთავაზობს.