ტოკიო-2020-ის ბიუჯეტმა 15,4 მილიარდი დოლარი შეადგინა

23 დეკემბერი 2020

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული თამაშების ღირებულებაზე ინფორმაცია გაავრცელა. იაპონიას თამაშების მასპინძლობა 1,64 ტრილიონი იენი (დაახლოებით 15,4 მილიარდი დოლარი) დაუჯდება, რაც ადრინდელზე 2,85 მილიარდი დოლარით მეტია. დაახლოებით მილიარდი დოლარი გამოყოფილია 2021 წლის თამაშებისას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გასატარებელი ზომებისთვის.

ტოკიო-2020 დაახლოებით 6,7 მილიარდ დოლარს დაფარავს (ტოკიო-2020-ის ბიუჯეტის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ოლიმპიურ  კომიტეტს), ტოკიოს მუნიციპალიტეტი - თითქმის 6,6 მილიარდს, იაპონიის მთავრობა კი დაახლოებით 2,1 მილიარდს გაიღებს.