სებასტიან კოუ ტოკიოს თამაშების ჩატარებაში დარწმუნებულია

31 დეკემბერი 2020

მსოფლიო მძლეოსნობის (WA) ხელმძღვანელი, სებასტიან კოუ დარწმუნებულია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შედგება, გულშემატკივარს კი ასპარეზობებზე დასწრება შეეძლებათ, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დარეგულირდება.

„ვფიქრობ, თამაშები ჩატარდება. ახლა ზუსტად არავინ არაფერი არ იცის, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ სტადიონებს გულშემატკივრები გაასვებენ. ვფიქრობ, სოციალური დისტანცირების ელემენტები მაინც იქნება," - აცხადებს კოუ.

როგორც უკვე გამოცხადდა, არენებზე მაყურებელთა დაშვებასთან დაკავშრებით გდაწყვეტილებას გაზაფხულზე მიიღებენ. ქვეყნის საზღვარზე თითოეული ვიზიტორი მკაცრ კონტროლს გაივლის. გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით შეეძლებათ და დაბინავდებიან წინასწარ განსაზღვრულ სასტუმროებში. ამასთან, სტუმართა ადგილსამყოფელის დადგენაზე იზრუნებს სმარტფონებში დაყენებული GPS-ის სისტემა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.