პეკინმა 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პიქტოგრამები წარმოადგინა

04 იანვარი 2021

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თავის ოფიციალურ გვერდზე ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების სპორტის სახეობათა პიქტოგრამები წარმოადგინა.

სპორტის თითოეული სახეობა პიქტოგრამებში გამოსახულია უნიკალური შტრიხების მეშვეობით, რომელსაც თავის მხრივ ცინის და ჰანის დინასტიის დროინდელ ხელწერასთან მივყავართ.

„პიქტოგრამები ასახავენ როგორც სპორტის სახეობების დინამიკას, ისე ჩინეთის მდიდარ კულტურას. წითელ ფონსა და თეთრ შტრიხებს შორის მკვეთრი კონტრასტი ასევე ხაზს უსვამს ზამთრის სპორტის სახეობათა მოხდენილობას და დინამიზმს, ასევე სადღესასწაულო ატმოსფეროს სძენენ თამაშებს, რაც თავის მხრივ 2022 წელს ჩინური მთვარის ახალი წლის გამოხმაურება იქნება," - ნათქვამია პეკინი-2022 განცხადებაში.

გრაფიკული დიზაინერის ლინ ცუნჩჟენის განმარტებით: „ეს პიქტოგრამები ორ პრინციპზე დაყრდნობით შემუშავდა: შესაბამისობაში ყოფილიყო თამაშების იერსახესთან და ასევე კავშირი ჰქონოდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დიზაინთან, რათა ხაზი გაესვა პეკინის უნიკალური სტატუსისთვის როგორც ერთადერთი ქალაქისა, რომელმაც მიიღო როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშების მასპინძლობის უფლება."