პეკინის ოლიმპიური ობიექტები სრულ მზდყოფნაშია

04 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის ცნობით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ობიექტები ასპარეზობათა სამასპინძლოდ უკვე მზად არის.

„წლის დასაწყისიდანვე უნდა შევუდგეთ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას. ასეთივე დაინტერესებას ვხედავთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებში. ყველა ოლიმპიური ობიექტი უკვე მზად არის ზამთრის სახეობის მსოფლიოს საუკეთესო ათლეტთა მისაღებად," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს შესაშურ მზადყოფნას, მიიღოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები:

„ტოკიო ისტორიაში კვლავაც ყველაზე მომზადებულ ოლიმპიურ ქალაქად რჩება.
ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს იაპონელ მეგობრებს მათი სიმტკიცისთვის და საქმისადმი ერთგულებისთვის, რაც სრულიად შეესაბამება ჩვენს ვალდებულებებს უსაფრთხოდ ჩავატაროთ თამაშები. ეს მაგალითი მისაბაძი იქნება პოსტკორონავირუსული მსოფლიოსთვის."

ტოკიო ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წელს 4-20 თებერვალს მიიღებს.