თომას ბახი: იაპონია ტოკიოს თამაშებით იამაყებს

09 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, წლეულს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩატარება იაპონელი ხალხისთვის საამაყო ამბავი იქნება.

„ვფიქრობ, ტოკიოს თამაშები მსოფლიოს იმედს გაუჩენს და რწმენას შემატებს, ასევე გახდება იაპონელი ხალხის სიამაყე," - ამბობს თომას ბახი.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიისას თამაშების ჩატარებით გამოწვეული მღელვარების მისთვის გასაგებია. ამასთან, ბახი მიუთითებს, რომ ინფექციის გავრცელების მიუხედავად, იაპონიაში სპორტული ღონისძებების ჩატარება გრძელდება, ისევე როგორც ვაქცინის  და ტესტირების ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავება.