საფრანგეთის გრან პრიზე ქართველმა „ბერძენ-რომაელებმა" სამი მედალი მოიპოვეს

18 იანვარი 2021

ანრი დეგლანის სახელობის საფრანგეთის გრან პრის საქართველოს ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ხუთკაციანი გუნდით ეწვია და სამი მედალი მოიპოვა.

გრან პრიზე, რომელსაც ნიცამ უმასპინძლა, ოქროს მედლით საუკეთესო შედეგს მიაღწია გიორგი მელიამ (97 კგ). მომავალმა ჩემპიონმა სტარტზე ამერიკელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, შემდეგ ზედიზედ მოუგო ორ ავსტრიელ მოწინააღმდეგეს, გადამწყვეტ შეხვედრში კი აზერბაიჯანელ მურად ლოკიაევს შეხვდა და 5:0 აჯობა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და სულხან ბუიძემ (130 კგ).