IOC და IPC ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ხელმეორედ გადატანას გამორიცხავენ

22 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი (IPC) გამორიცხავენ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ხელმეორედ გადატანას. შესაბამის განცხადებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობა, რომლის მიხედვითაც იაპონიის მთავრობამ თამაშების გაუქმების გადაწყვეტილება ფარულად მიიღო და რომ ოლიმპიური თამაშების 2032 წელს ჩატარებისკენ არის მომართული.

ცოტა ხნით ადრე თამაშების შესაძლო გაუქმებაზე გავრცელებული ცნობა უარყო იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ.

„IOC, IPC და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი და პარტნიორები თამაშების წარმატებით ჩატარებისკენ და ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების უასფრთხო და საიმედო ორგანიზებისკენ არიან მოწოდებული. ეს პოზიცია არ შეცვლილა და ამას ერთხელაც ადასტურებენ IOC, IPC , ტოკიო-2020 და იაპონიის მთავრობა."

 ტოკიოს თამაშების ჩატარების საქმეთა მინისტრი სეიკო ჰასიმოტო  თამაშებამდე ზუსტად ნახევარი წლით ადრე ხაზს უსვამს, რომ იაპონიის მთავრობა, ორგანიზატორები და ტოკიოს მთავრობა უმთავრესი ღონისძიებისთვის მზადებას აგრძელებენ: „ჩვენ, ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ და ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად აუცილებელი ზომები მივიღოთ. ტოკიოს ადმინისტრაცია, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, IOC მჭიდრო კავშირში არიან და მზადებას აგრძელებენ."