სი ცზინპინი: „ჩინეთი ყველა მოსამზადებელ სამუშაოებს 2022 წლისთვის დაასრულებს"

26 იანვარი 2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპურ თამაშებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დროულად დაასრულებს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერით ჩინეთი შეძლებს და ყველა მოსამზადებელ სამუშაოს ვადებში დაასრულებს და უზრუნველყოფს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში სრული წარმატებით დაგვირგვინდეს," - აცხადებს სი ცზინპინი.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.