თომას ბახი: „პეკინის თამაშებისთვის მზადება წარმატებით მიმდინარეობს"

26 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩინეთის მთავრობის დიდი ყურადღების და ჩინელი ხალხის მხარდაჭერით, ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, პანდემიის გავლენის მიუხედავად, მეტად წარმატებით მიმდინარეობს," - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.