IOC ათლეტთა ვაქცინაციისთვის ქვეყნების მთავრობებს მიმართავს

29 იანვარი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ათლეტთა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით IOC წევრი ქვეყნების მთავრობებთან კომუნიკაცია აქვს.

ამასთან, IOC მოუწოდებს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს ვაქცინაციაში დაეხმარონ სპორტსმენებს, ოფიციალურ და სხვა დაინტერესებულ პირებს.

„რა თქმა უნდა, ვაქცინა პირველებმა უნდა მიიღონ მათ, ვინც ჯანმრთელობას რისკავს და ვინც ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს.  რეალობა ისეთია, რომ ყველა მთავრობა დამოუკიდებლად წყვეტს ვაქცინაციის საკითხს. ამიტომაც, კავშირზე ვართ ქვეყნების მთავრობებთან, რათა საქმის კურსში ვიყოთ იმაზე, თუ როდის მიეცემათ ათლეტებს ვაქცინასთან წვდომა," - აცხადებს თომას ბახი და დასძენს, რომ IOC-ის ამოცანაა თამაშების ჩატარება და არა მისი გაუქმება. ამიტომაც, სპორტსმენების ოლიმპიური ოცნების ასასრულებლად ყველაფერი კეთდება.

ცოტა ხნით ადრე ისრაელის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაციას ჩაუტარებს ყველა თავის სპორტსმენს, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.