IOC-ის პრეზიდენტს ონლაინ რეჟიმში აირჩევენ

29 იანვარი 2021

საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია, რომელიც თავდაპირველი გეგმით ათენში 10-12 მარტს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ-რეჟიმში წარიმართება, საბერძნეთის დედაქალაქს კი სესიის ჩასატარებლად 2025 წელი შესთავაზეს.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ 10-12 მარტს ათენში დაგეგმილი IOC-ის სესია მსოფლიო მასშტაბით გავრცელებული COVID-19-ის პანდემიის გამო, ონლაინ წარიმართება. ამ სესიაზე, როგორც ცნობილია, IOC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილება გაუგრძელდება ერთადერთ კანდიდატს, თომას ბახს, - ნათქვამია საბერძნეთის ეოკ-ის განცხადებაში, - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და IOC-ის წევრმა სპიროს კაპრალოსმა IOC-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა 2025 წელს სესიის საბერძნეთში ჩატარების პატივისთვის, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ პატივისცემაზე მიუთითებს."

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეული პრეზიდენტი საქმიანობას შეუდგება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რომელიც თავის მხრივ ჩატარდება 23 ივლისი - 8 აგვისტოს ჩათვლით.

IOC-ის მეცხრე პრეზიდენტი თომას ბახი ოლიმპიურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა 2013 წელს. ბახის ხელახალი არჩევის შემდეგ, მისი საპრეზიდენტო ვადა 2025 წელს ამოიწურება.