მოკრივეთა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირს ლონდონი აღარ უმასპინძლებს

01 თებერვალი 2021

მოკრივეთა ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირს ლონდონი აღარ უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო შარშან მარტში ვადაზე ადრე შეწყვეტილი ეს საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ლონდონში წლეულს აპრილში უნდა დასრულებულიყო. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოპოვებული აქვს თბილისელ მოკრივეს სახილ ალახვერდოვს.

„გადაწყვეტილება მიღებულია არსებული ზოგადი ვითარების და ბრიტანეთში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვების დაწესების გამო, ასევე ევროპის კრივის ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან მიღებული გამოხმაურებების გათვალისწინებით," - ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კრივის მიზნობრივი ჯგუფის განცხადებაში.

მოკრივეთა საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია 17 თებერვალს იქნება წარმოდგენილი.

საკვალიფიკაცო ტურნირის თარიღის და ადგილის განსაზღვრის შემდეგ, ასპარეზობები განახლდება იმ ეტაპიდან, სადაც ის კორონავირუსის მომრავლებული ფაქტების გამო შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური უკვე მოპოვებული აქვს თბილისელ მოკრივეს სახილ ალახვერდოვს.