იაპონიაში იმედი აქვთ, რომ ტოკიო-2020 სავალდებულო ვაქცინაციის გარეშეც ჩატარდება

05 თებერვალი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში იმედი აქვთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს სავალდებულო ვაქცინაციის გარეშეც ჩაატარებენ.

ცოტა ხნის წინ იაპონიაში გამოქვეყნდა COVID-19-ის უსაფრთხოების ერთგვარი წესები, მაგრამ მასში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, ტოკიოს თამაშებამდე სავალდებულოა თუ არა ვაქცინაცია.

„იაპონიის მთავრობამ, ტოკიოს ადმინისტრაციამ და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა COVID-19 საწინააღმდეგო ზომებთან დაკავშირებით რიგი შეხვედრები ჩაატარეს და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ვაქცინაციის გარეშეც თამაშების წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარება," - ნათქვამია ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

„ტოკიო-2020 ინფორმაციის შეგროვებას გააგრძელებს და შექმნილი ვითარების მიხედვით იმსჯელებს. მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ საერთაშორისო ოლიმპიურ და პარალიმპურ კომიტეტებთან, იაპონის მთავრობასთან, ტოკიოს მუნიციპალურ ადმინისტრაციათან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან," - დასძენს ტოკიო-2020.