საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიული შანსისთვის იბრძვის

15 თებერვალი 2021

როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე სამი ოლიმპიური საგზურისთვის 12 ქვეყანის წყალბურთელთა ნაკრები იბრძვის. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც A ჯგუფში საბერძნეთთან, მონტენეგროსთან, ბრაზილიასთან, კანადასთან და თურქეთთან ერთად ასპარეზობს.

საქართველო ნაკრები სერბი დეიან სტანოევიჩის ხელმძღვანელობით, პირველ ტურში ახლოს იყო სენსაციასთან - გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ საბერძნეთთან ერთი ბურთის სხვაობით 10:11 დამარცხდა.

დღეს, 15 თებერვალს ქართველები თურქებს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მეტოქე გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი გამოუვლინდა, რის გამოც თურქები ტურნირიდან მოხსნეს, ჩვენს ნაკრებს კი  მოგება ჩაეთვალა.

საქართველოს ნაკრები 16 თებერვალს კანადას დაუპირისპირდება. 

ჯგუფების საუკეთესო 4-4 გუნდი ფლეი-ოფში გავა და თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს, საუკეთესო 3 ნაკრები კი ტოკიოს თამაშების საგზურს მიიღებს.

ქართველმა წყალბურთელებმა ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება, ამასთან პირველად, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილის დაკავებით მოახერხეს.