საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ტოკიო-2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე კანადა დაამარცხა

16 თებერვალი 2021

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს კანადა დაამარცხა - 14:11. ჩვენი წყალბურთელები თავიდანვე დაწინაურდნენ, ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. 17 თებერვალს საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას A ჯგუფის აუტსაიდერ ბრაზილიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჯგუფური ეტაპი 18 თებერვალს მთავრდება. ქართველებს ბოლო ჯგუფური მატჩი მონტენეგროსთან ექნებათ, 19 თებერვლიდან კი მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყება.

 ჯგუფების საუკეთესო 4-4 გუნდი თამაშს ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს, საუკეთესო 3 ნაკრები კი ტოკიოს თამაშების საგზურს მიიღებს.