ნუგზარ ტატალაშვილმა თელ ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 თებერვალი 2021

თელ ავივში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონით ლაშა შავდათუაშვილით და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორ ნუგზარ ტატალაშვილით იყო წარმოდგენილი.

შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მასპინძელ ტოჰარ ბუტბულთან გაფრთხილებებით დამარცხდა, ტატალაშვილმა კი იგივე შანსი შვედ ტომი მასიასთან გამოიყენა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ერთი დღით ადრე თელ ავივის გრან სლემზე ვერცხლის მედალს დაეუფლა თემურ ნოზაძე (60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი მესამე ადგილი დაიკავა.