საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა

20 თებერვალი 2021

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები როტერდამში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდა და 6:15 დამარცხდა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი ტოკიოს ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ ასპარეზობას V-VIII ადგილებისთვის  გააგრძელებს. ამ ეტაპზე საქართველოს პირველი მეტოქე მასპინძელი ნიდერლანდები იქნება.

ტოკიოს საგზურებისთვის ბრძოლას აგრძელებენ ხორვატია, მონტენეგრო, საბერძნეთი და რუსეთი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას სამი საუკეთესო გუნდი მიიღებს.