თომას ბახი: „ოლიმპიური მოძრაობა პოსტპანდემიური მსოფლიოს შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ"

11 მარტი 2021

ახალი ვადით არჩეულმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა იმ უმთავრეს ამოცანებზე ისაუბრა, რომელთა გადასაჭრელადაც პრეზიდენტობის მეორე ვადაში იზრუნებს.

„ჩვენთვის გამოწვევა მხოლოდ პანდემია და ბოლო წლების ამბები არ ყოფილა. რეფორმები პირველი დღიდან დავიწყეთ, 2013 წლიდან, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს. ჩვენ ამ სამუშაოს გავაგრძელებთ.

სამყარო ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. ის ისეთი აღარ იქნება. ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ოლიმპიური მოძრაობა პოსტპანდემიური მსოფლიოს შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ეს რთული ამოცანაა, მაგრამ როგორც ადრე, ახალ გამოწვევებს ახალ შესაძლებლობებად გარდავქმნით. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს კრიზისი წარსულს ჩაბარდება, მის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებთან კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს გამკლავება. პირველი რიგის ამოცანები, რა თქმა უნდა, ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებაა,"- აღნიშნავს თომას ბახი, რომელიც IOC-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე 137-ე სესიაზე ახალი ოთხი წლის ვადით აირჩიეს.