ჩინეთი ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს

11 მარტი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ჩინეთი მზად არის ტოკიოს ზაფხულის და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შესთავაზოს.

IOC-მა ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტისგან თავაზიანი წინადადება მიიღო, რათა ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინის დამატებითი დოზები. მადლიერნი ვართ ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ჭეშმარიტად შეესაბამება სოლიდარობის ოლიმპიურ სულს.  IOC ოლიმპიური და პარალიმპური გუნდებისთვის ვაქცინის დამატებით დოზის საფასურს გადაიხდის"- ამბობს თომას ბახი.