ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალშია

12 მარტი 2021

დოჰაში მიმდინარე 250-იან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეოთხედფინალში შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან მოგების შემდეგ, ნახევარფინალშ ამერიკელი ტეილორ ფრიციც(33) დაამარცხა. 

ბასილაშვილმა, რომელიც ATP რეიტინგში 42-ე ჩოგანია, ფრიცს ორ სეტში  7-6, 6-1 მოუგო და ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ ესპანელ რობერტო ბაუტისტასთან (13) ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თავის მხრივ, ბაუტისტამ ნახევარფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი (8) 6:3, 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ესპანელთან ურთიერთ შეხვედრებში 1:3-ს აგებს.