წერილი ლოზანიდან

15 მარტი 2021

რამდენიმე დღის წინ ონლაინ-რეჟიმში გამართულ სესიაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს თომას ბახი, რომელიც 2013 წლიდან უძღვება მსოფლიოს ოლიმპიურ მოძრაობას.

თომას ბახს IOC-ის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა და ამ მნიშვნელოვან პოსტზე ახალი წარმატებები უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

თომას ბახი სამადლობელი წერილით გამოეხმაურა მილოცვას. ლერი ხაბელოვის სახელზე ლოზანიდნ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: „

 

ბატონ ლერი ხაბელოვს,

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს

ძვირფასო პრეზიდენტო,

 

მადლობას მოგახსენებთ  სოკ-ის პრეზიდენტად ჩემს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით გამოთქმული  თბილი სიტყვებისა და გულითადი მოლოცვისთვის.

გარწმუნებთ, ძალისხმევას არ დავზოგავ თქვენი ნდობის გასამართლებლად. ამასთანავე, კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია,  ვაღიარებ რა იმ მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რასაც ჩემი  ახალი ვადით არჩევა მაკისრებს ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისთვის.

ერთობლივი ძალისხმევით და სოლიდარობის სულისკვეთებით შევქმნით იმის გარანტიას, რომ სპორტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოებაში ახლაც და მომავალშიც, განსაკუთრებით - ამ უპრეცედენტო გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელსაც მსოფლიო დაუპირისპირდა და ჯერ კიდევ გადალახვის პროცესშია.

როგორც ჩვენ ვიცით,  ყოველი კრიზისი ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. მოდით, ერთად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რაც სპორტის სფეროში  ჩვენთვის უცხო არ არის და მაქსიმალური მონდომებით გავაგრძელოთ ცვლილებებთან გამკლავება, რადგან  ერთად მუდამ  ძლიერები ვართ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვიმედოვნებ, მალე მექნება თქვენთან პირადად შეხვედრის საშუალება.

საუკეთესო სურვილებით,

თომას ბახი."