სეოკ-სა და „ავერსს" შორის მემორანდუმი განახლდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტსა და „ავერსს" შორის გრძელდება თანამშრომლობა, რომელსაც 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი
დღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ,,ავერსის" კლინიკათა ქსელის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ თანამშრომლობის შესახებ მორიგ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი ,,ავერსი" იღებს ვალდებულებას 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს უფასოდ გაუწიოს სამედიცინო მომსახურება ,,ავერსის"კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის" დირექტორი ქეთევან ნემსაძე, ოლიმპიური, მსოფლიოს, ევროპის და სხვა საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონ-პრიზიორები.
მემორანდუმის ხელმოწერისას აღინიშნა, რომ ეს არის ძალზე წარმატებული პროექტი, რომლის მეშვეობითაც ასეულობით ვეტერანმა თუ მოქმედმა სპორტსმენმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.