ავთანდილ კენჭაძემ ბუდაპეშტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

18 მარტი 2021

ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) საქართველოს ოლიმპიურ გუნდს  ლიცენზია შემატა.

ბუდაპეშტის ხალიჩაზე, სადაც ტოკიოს საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული ფალავნები იღებენ, კენჭაძემ პროგრამა მინიმუმი შეასრულა - ფინალამდე უკრაინელი, სომეხი, ბერძენი, ბულგარელი მეტოქეები ჩამოიცილა გზიდან და ფინალში აზერბაიჯანელ ხაჯიმურად გაჯიევთან ასპარეზობის უფლება და ტოკიოს ლიცენზია მოიპოვა.