სეოკ-ში დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

19 მარტი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში  გაიმართა პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის (ჰელსინკი, 1952 წელი) დავით ციმაკურიძის  შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

 წიგნი გამოიცა სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის შვილიშვილის დავით ციმაკურიძის  ინიციატივით და  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.  წიგნის ავტორია ცნობილი სპორტის მოღვაწე აწ გარდაცვლილი ზურაბ ჯავახაძე.

 ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები, დავით ციმაკურიძის ოჯახის წევრები და ახლობლები.