საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

19 მარტი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. ახალი მინისტრი  უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ თეას ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.