Futura - 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგო

01 აპრილი 2021

მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, ზამთრის უმთავრესი მულტისპორტული ასპარეზობებისთვის ხმათა უმრავლესობით საუკეთესო ემბლემა გამოავლინა. 2026 წლის ემბლემის შემუშავებაზე სპორტის მოყავრულები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობდნენ.

გულშემატკივართა უმრავლესობამ უპირატესობა Futura-ს სახელის მქონე ლოგოს მიანიჭა. შერჩეული ლოგოს შინაარსიის მიხედვით, პატარა ჟესტს სამყაროს შეცვლა შეუძლია, მომავალი კი - ეს საერთო გამარჯვებაა. გარდა ამისა, ეს განასახიერებს ეკოლოგიურობას.

„Futura შთაგონებულია სპორტის და სოლიდარობის თემებით, - აღნიშნავს IOC-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი სარი ესაია, -  მისი დიზაინი პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს, ასახავს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფუნდამენტურ ღირებულებებს."

871 566 მონაწილეთა 75-მა პროცენტმა შერჩეულ ემბლემას მისცა ხმა. შედეგები გახმოვანდა პოპულარული იტალიური ტელეშოუს - SolitiIgnoti-ს პირდაპირ ეთერში.

„ნებისმიერი ლოგოტიპი ათლეტთა და გულშემატკივართა ემოციების მატარებელია, - გამარჯვებული ემბლემის წარდგენისას განაცხადა ფარიკაობაში ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვალენტინა ვეცალიმ, - ის წარმოადგენს ყოველი ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულობას. ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმბოლო. ჩვენი გუშინდელი ოცნებები დღეს რეალობა გახდა. ეს ოლიმპიური თამაშები იტალიას წინისკენ უბიძგებს."