დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

01 აპრილი 2021

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მოსკოვში გამართულ  ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საარჩევნო კონგრესზე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ხმა პრეზიდენტობის თურქ კანდიდატს, ჰასან აკუშს მისცა, რომლის გამარჯვებითაც დასრულდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნები.

 არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, აკუშმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დავით ყიფშიძე წარადგინა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ევროპული ძალოსნობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იქნება.