ხვალ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი იწყება

02 აპრილი 2021

3-11 აპრილს მოსკოვში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. ამ ტურნირზე, გარდა კონტინენტის ჩემპიონატის მედლებისა, გათამაშდება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები. მოსკოვში იმყოფება საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, რომელიც 4 აპრილიდან ჩაებმება შეჯიბრებაში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარმატებას უსურვებს ჩვენს სპორტსმენებს.

ჩემპიონატს წინ უძღოდა  ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) კონგრესი, სადაც საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი მეორე ვადით აირჩიეს EWF-ის სამედიცინო კომიტეტის წევრად. პროფესორი კახაბრიშვილი მთავარ ექიმად არის დანიშნული ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე. უფრო ადრე, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით ყიფშიძე არჩეულ იქნა EWF-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ევროპის ძალოსანთა ბოლო ჩემპიონატს 2019 წელს ბათუმმა უმასპინძლა. პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადდა  2020 წლის ჩემპიონატი.