სეული და ფხენიანი 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ერთობლივად ჩატარების თხოვნით IOC-ს მიმართავენ

04 აპრილი 2021

სეულის მთავრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ერთობლივად ჩატარების წინადადებით მიმართავს და ამის შესახებ წინაწარი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს IOC-ის შესაბამის კომისიას, რასაც განცხადებაც მოაყოლეს: „IOC-მა 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებელ სასურველ ადგილად თებერვალში ბრისბენი დაასახელა, რაც მოულოდნელი ნაბიჯი იყო. კორეის მთავრობამ და სეულმა ამგვარი გადაწყვეტილების გამო უმალ გამოხატეს წუხილი. ასევე IOC-თან ჩატარდა კონსულტაციები, რამაც ერთობლივი განაცხადის მომზადების გადაწყვეტილებასთან მიგიყვანა," - ნათქვამია განცხადებაში.

სეულის მთავრობა ასევე იტყობინება, რომ  IOC-ს მიმართეს თხოვნით, მოლაპარაკებები გააგრძელონ სხვა პრეტენდენტებთან, რადგანაც ბრისბენს 2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჯერ არ მოუპოვებია.

2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას IOC-ის 2021 ან 2022 წლის სესიაზე მიიღებენ.

2019 წლის ივნისში IOC-მა ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის შერჩევის წესი შეცვალა. ოლიმპიურ ქარტიაში აღარ არსებობს მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ოლიმპიადის მასპინძელი 7 წლით ადრე უნდა შერჩეულიყო.